ბინის შეძენა ან გაყიდვა უმნიშვნელოვანესი ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომლის დამოუკიდებლად მიღებაც თითქმის ყოველთვის არასასურველი შედეგით მთავრდება. ჩვენი უძრავი ქონების სააგენტო გთავაზობთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სერვისს, რომელიც გარიგების შემადგენელ თითოეულ პროცედურას დაფარავს.
ექსკლუზიურობა: ჩვენს უძრავი ქონების სააგენტოს აქვს ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით: პირდაპირი კავშირი უძრავი ქონების ბევრ გამყიდველთან საქართველოში. მათი უძრავი ქონებები, როგორც წესი, არ არის განთავსებული უძრავი ქონების პოპულარულ პლატფორმებზე და Ri.GE არის მათი ექსკლუზიური გამყიდველი.
ბაზრის კვლევა: ჩვენი გუნდი ატარებს ბაზრის საფუძვლიან კვლევას, კვლევის ანალიზის შედეგად კი იპოვის თქვენთვის შესაფერის ქონებას შესაძენად ან მყიდველს.
მოლაპარაკებების განხორციელება: მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ჩვენი გუნდის თითოეული აგენტი ეფექტური მოლაპარაკებების უნარით გამოირჩევა. ეს დაგეხმარებათ, მიიღოთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ფასი და პირობები, თანაც ისე, რომ თქვენი მონაწილეობა პროცესში მინიმალური იყოს.
დოკუმენტების მომზადება: Ri.GE-ის უძრავი ქონების ბროკერები ამზადებენ შესაბამის ხელშეკრულებებსა და დოკუმენტებს საქართველოს კანონმდებლობისა და თქვენი ინტერესების დასაცავად.
ქონების შეფასება: საბროკერო მომსახურების ნაწილია ქონების შეფასებაც, რაც, როგორც ქონების ყიდვა-გაყიდვის, ასევე უძრავი ქონების გაქირავებისთვის არის გადამწყვეტი ფაქტორი და პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს ფინანსურ სარგებელს.
საკუთრების გადაცემა: საბოლოო ეტაპზე უზრუნველვყოფთ საკუთრების გადაცემას შესაბამის ორგანოებსა და მხარეებთან კოორდინირებით.
Ri.GE უძრავი ქონების სააგენტოა, რომელსაც ქართულ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში დარწმუნებული იქნებით, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან თქვენთვის საუკეთესო გარიგებას მიიღებთ. თქვენი ინტერესები ჩვენი მთავარი მოტივატორია.
სერვისის ფარგლებში მიიღებთ შემდეგ მომსახურებებს: ბაზრის კვლევა, მოლაპარაკებების წარმოება, დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების მომზადება, ქონების შეფასება და საკუთრების გადაცემა.
ქონების შეფასება უმნიშვნელოვანესი პროცედურაა იმისთვის, რომ მაქსიმალური ფინანსური სარგებელი მიიღოთ. ბინის გაყიდვის შემთხვევაში, შეიძლება იმაზე ნაკლებად შეაფასოთ ქონება, ვიდრე სინამვდილეში ღირს და პირიქით ყიდვის შემთხვევაში.
ჩვენს სააგენტოს აქვს ქართულ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, გუნდის თითოეული წევრი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი და განსაკუთრებული თავდადებით გამორჩეული.