fbpx
ჩვენ შესახებ

ReInvest - უძრავი ქონების სააგენტო საქართველოში

განიხილავთ უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე ინვესტირებას? იქნება ეს თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თუ სხვა რომელიმე ქალაქი, ჩვენი უძრავი ქონების აგენტები ამ პროცესს გაამარტივებენ. ReInvest-ს საქართველოში უძრავი ქონების ბროკერების ქსელი აქვს შექმნილი, რაც ინვესტიციის მსურველებისთვის ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობის მიწოდებაში გვეხმარება.  ისარგებლეთ უძრავი ქონების სერვისებითგაამწვანეთ ეზო, გაარემონტეთ სახლი, დარწმუნდით, რომ იურიდიულად ყველაფერი წესრიგშია, შეაფასეთ და გააქირავეთ საკუთრება ჩვენთან ერთად!

ვინ ვართ ჩვენ?

ReInvest არის უძრავი ქონების სააგენტო, რომელშიც უძრავი ქონების აგენტები, არქიტექტორები, ინტერიერის და ლანდშაფტის დიზაინერები და იურისტები ერთიანდებიან. გუნდის თითოეულ წევრს საკუთარი მიმართულებით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ასე იქმნება გარემო, სადაც პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ აზრს, უსმენენ, ბჭობენ, იკვლევენ და საბოლოოდ ქმნიან უნიკალურ შესაძლებლობებს ინვესტიციისთვის.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა, ქართველ და უცხოელ ინვესტორებს დავეხმაროთ უძრავ ქონებაში წარმატებული ინვესტიციის განხორციელებასა და გარანტირებული სარგებლის მიღებაში. საბოლოო მიზნის მისაღწევად ჩვენი გუნდი პროცესის თითოეულ ეტაპზე თქვენ გვერდით იქნება და დაგეხმარებათ, კომპლექსური საკითხები, მაგალითად, უძრავი ქონების შეფასება, აზომვითი სამუშაოები და იურიდიული შესაბამისობა, მარტივად და სწრაფად გადაწყვიტოთ.

ჩვენი გუნდი

სალომე კავთელაძე

ბროკერი

ქეთევან გაჩეჩილაძე

ბროკერი, დიზაინერი

გიორგი ცაგურია

ადვოკატი

FAQ

რატომ არის საქართველოში ინვესტიცია მომგებიანი?

უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო პერიოდში ბუმს განიცდის ტურისტებისა და ომის მიგრანტების მაღალი რიცხვის გამო. უკანასკნელი მონაცემებით უძრავი ქონების ღირებულება თბილისსა და ბათუმში 30%-ით, ხოლო ქირის ფასი 250%-ით გაიზარდა. 

 

რომელ ქალაქში/რეგიონში არის ინვესტირებისთვის საუკეთესო პირობები?

თითოეულ ქალაქს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ და რომელთა შესახებაც ჩვენი გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით. 

რომელი ქალაქია უკეთესი ინვესტიციისთვის – თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური თუ სხვა?

დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული.  ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.

როგორ მივხვდეთ, რომ უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია სანდოა?

ჩვენს სააგენტოს წლების განმავლობაში უამრავ დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია, რის საფუძველზეც შევძლებთ კონკრეტულ მათგანს გავუწიოთ რეკომენდაცია. 

რომელ უბნებში შევიძინოთ უძრავი ქონება?

ისტორიის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვინც გეგმავს, რომ კერძო საკუთრება ტურისტებს მიაქირავოს თბილისში, ჩვენ გირჩევდით სოლოლაკის, აბანოთუბნის, ვერის, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს. ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ უძრავი ქონებად ითვლება გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში შეძენილი სახლები. ვისაც კერძო ვილის შეძენა გსურთ, თვალი გადაავლეთ დიდი დიღმის, წყნეთისა და კაკლების არეალს.

შემიძლია უძრავი ქონების დისტანციური რეგისტრაცია?

დიახ, დისტანციური რეგისტრაცია შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით.

რამდენია უძრავი ქონების გადასახადი საქართველოში?

საქართველოში უძრავი ქონებაზე გადასახადი არ გეკისრებათ.

რამდენი დრო სჭირდება უძრავი ქონების რეგისტრაციას?

უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. საკუთრების უფლება, შესაძლოა, განაცხადის შეტანის დღესვე მოიპოვო.

დაგვიკავშირდი

შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი

საქართველო, თბილისი, ატენის ქ. 3

[contact-form-7 id="4" title="Contact form 1"]

Subscribe to our newsletter

×