ReInvest საქართველოში არსებული უძრავი ქონებისთვის გთავაზობთ ეზოს დიზაინისა და გამწვანების სრულყოფილ სერვის. პროფესიონალი ლანდშაფტის დიზაინერებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა, რეალობად აქციოს თქვენი ეზოს სრული პოტენციალი.
ეზოს დიზაინისა და გამწვანების სერვისი რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს.
ჩვენი დიზაინერები თქვენთან აქტიური თანამშრომლობით გაარკვევენ თქვენს ხედვას, პრეფერენციებსა და კონკრეტულ მოთხოვნებს. ეზოს დიზაინერი დაგეხმარებათ ეზო თქვენი მიზნების შესაბამისად გარდაქმნათ: მოაწყოთ მყუდრო, კომფორტული ადგილი მოსასვენებლად, აქციოთ ეზო გართობისა და თავშეყრის ადგილად, გააშენოთ ოცნების ბაღი დეკორატიული ან მარადმწვანე მცენარეებით და ა.შ.
ლანდშაფტის დიზაინის სერვისი მოიცავს გამწვანებასაც. ამ მომსახურებას ბევრი ირჩევს, რადგან მარადმწვანე მცენარეების საშუალებით ეზო სიცოცხლით სავსე და ერთგვარი თერაპიული სივრცე ხდება. ეზოს მწვანე, უფრო გაჯანსაღებული ატმოსფერო წელიწადის ყველა დროს უცვლელია.
ეზოს დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი დეკორატიული მცენარეების გაშენებაა, რათა თქვენს ეზოს სიფერადე, საინტერესო ხასიათი და გამორჩეული ვიზუალი შევძინოთ. ჩვენი გუნდი ყურადღებით არჩევს თითოეულ ყვავილსა და მცენარეს და მათი კომბინაციით ქმნიან უნიკალურ კომპოზიციებს, რაც ეზოს დინამიკასა და ჰარმონიას მატებს.
ეზოს დიზაინისა და გამწვანების სერვისით, ისევე, როგორც ინტერიერის დიზაინისა და უძრავი ქონების რემონტის მომსახურებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ მაშინაც, თუ სახლის გაყიდვას ან გაქირავებას აპირებთ და გსურთ, ქონების ღირებულება გაზარდოთ. ჩვენი სააგენტო უძრავი ქონების შეფასებაშიც გაგიწევთ დახმარებას.
ეზოს დიზაინის სერვისი, გარდა დიზაინის შექმნისა, მოიცავს ეზოს მოპირკეთებას, დეკორატიული და მარადმწვანე მცენარეების დარგვას და სხვ.
დიზაინისა და გამწვანების სერვისი ერთჯერადია, მაგრამ ReInest გთავაზობთ უძრავი ქონების მოვლის მომსახურებასაც, რომლის ფარგლებშიც თქვენი ეზოს რეგულარულ დასუფთავებასა და ხელახალ გამწვანებაზე შესაბამისი გუნდი იზრუნებს.
ReInvest-ის სერვისები მოიცავს უძრავი ქონების აზომვას, ღირებულების შეფასებას, სარემონტო და მოვლა-პატრონობის მომსახურებას, იურიდიულ და საბროკერო სერვისებს და სხვ.
უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო პერიოდში ბუმს განიცდის ტურისტებისა და ომის მიგრანტების მაღალი რიცხვის გამო. უკანასკნელი მონაცემებით უძრავი ქონების ღირებულება თბილისსა და ბათუმში 30%-ით, ხოლო ქირის ფასი 250%-ით გაიზარდა.
თითოეულ ქალაქს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ და რომელთა შესახებაც ჩვენი გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.
დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული. ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.
ჩვენს სააგენტოს წლების განმავლობაში უამრავ დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია, რის საფუძველზეც შევძლებთ კონკრეტულ მათგანს გავუწიოთ რეკომენდაცია.
ისტორიის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვინც გეგმავს, რომ კერძო საკუთრება ტურისტებს მიაქირავოს თბილისში, ჩვენ გირჩევდით სოლოლაკის, აბანოთუბნის, ვერის, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს. ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ უძრავი ქონებად ითვლება გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში შეძენილი სახლები. ვისაც კერძო ვილის შეძენა გსურთ, თვალი გადაავლეთ დიდი დიღმის, წყნეთისა და კაკლების არეალს.
დიახ, დისტანციური რეგისტრაცია შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით.
საქართველოში უძრავი ქონებაზე გადასახადი არ გეკისრებათ.
უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. საკუთრების უფლება, შესაძლოა, განაცხადის შეტანის დღესვე მოიპოვო.