უძრავი ქონების სააგენტო ReInvest ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებელს საქართველოში უმაღლესი დონის არქიტექტურულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიაში გვჯერა, რომ არქიტექტურა იმაზე მეტია, ვიდრე ვიზუალურად მიმზიდველი შენობების დაგეგმვა და აშენება. ჩვენი გუნდი, მრავალწლიანი გამოცდილების დამსახურებით, ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო მომსახურებას გთავაზობთ, ჩვენი თითოეული სერვისი თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მიზნებსა და პრეფერენციებზეა მორგებული.
ჩვენი სააგენტოს ფილოსოფიის ამომავალი წერტილი არის სრულყოფილება, კრეატივი და ინოვაციური პრაქტიკები. თითოეული პროექტზე ვმუშაობთ როგორც ახლებური, ისე ტრადიციული მეთოდებით. მომსახურების ფარგლებში დიზაინისა და არქიტექტურის ახლებურ ტენდენციებს ვიყენებთ, შევისწავლით ადგილობრივ კონტექსტსა და გარემოს. იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა პროექტი – საცხოვრებელი სახლი, კომერციული შენობა თუ საზოგადოებრივი დაწესებულება – ვადგენთ სამოქმედო გეგმას და უზრუნველვყოფთ უწყვეტ კომუნიკაციას დამკვეთთან.
ჩვენი გამოცდილი არქიტექტორების გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს კლიენტებთან, რათა მათი ხედვა რეალობად აქციოს. ჩვენი მომხმარებელი მომსახურების თითოეულ ეტაპზე ფლობს ამომწურავ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. არქიტექტორის მომსახურება იწყება კონცეფციის განვითარებით და სრულდება მშენებლობის დოკუმენტაციის გამზადებით. თითოეული პროექტის – იქნება ეს ახალი შენობა, ძველის განახლება და ა.შ. – შექმნის პროცესში არ ვიშურებთ ენერგიას, ყურადღებასა და კრეატიულობას.
არქიტექტორის მომსახურების პარალელურად, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ ჩვენს გამოცდილ ინტერიერის დიზაინერებთანაც და დარწმუნდეთ, რომ თქვენი პირვანდელი ჩანაფიქრი სრულყოფილად შეისხავს ხორცს. ამასთან, თუ არქიტექტორის მომსახურება კერძო სახლის აშენებისთვის გჭირდებათ, გირჩევთ, დაიქირავოთ ჩვენი გუნდი, რომელიც თქვენს ეზოს დიზაინზე იზრუნებს.
ReInvest გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისების ვრცელ ჩამონათვალს. არქიტექტორის მომსახურებასა და პროექტირებასთან ერთად, ჩვენს გუნდს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ აზომვითი ნახაზების შედგანასა და რემონტშიც.
პროექტირების ღირებულება განსხვავებულია სხვადასვა პროექტისთვის. ღირებულება არქიტექტორის კონსულტაციის ფარგლებში დადგინდება.
დიახ, ReInvest გთავაზობთ კერძო სახლის პროექტირებისა და არქიტექტურული მომსახურების სერვისსაც.
არქიტექტორის საქმიანობა მოიცავს პროექტის შედგენას, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობას, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზებას, საავტორო ზედამხედველობის განხორციელებასა და მშენებლობის გაძღოლას.
არქიტექტორის კონსულტაცია მოიცავს პროექტის, კლიენტის მიზნების, პრეფერენციებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღებას. მეორე მხრივ კი, არქიტექტორის მიერ პროექტის მსვლელობისა და სამოქმედო გეგმის გაზიარებას დამკვეთთან.
არქიტექტურა ერთდროულად არის ხელოვნება და მეცნიერება, რომელიც მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს ურბანული დაგეგმარებიდან ავეჯის შექმნის ჩათვლით.