უძრავი ქონების მოვლა

უძრავი ქონების შეძენა ერთჯერადი პროცესია, მისი მოვლა-პატრონობა კი განმეორებითი და ხანგრძლივი. თუ თავად ფლობთ უძრავ ქონებას, გეცოდინებათ, რამხელა ძალისხმევაა საჭირო მისთვის მოვლილი, მოწესრიგებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. საჭიროა სახლის დასუფთავება, უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა, წესრიგისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება და სხვ. უძრავი ქონების სააგენტო საქართველოში, რეინვესტი გთავაზობთ ქონების მოვლის სერვისს, რომელზეც ქვევით დეტალურად მოგიყვებით.

რა სერვისებს გთავაზობთ ReInvest?

 

 

დასუფთავება: რეგულარული დასუფთავება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად. სერვისი მოიცავს რემონტის შემდგომ დასუფთავებასაც.

 

 

ხელოსნის მომსახურება: ჩვენ მიერ დაქირავებული ხელოსნები უმოკლეს დროში, ეფექტურად მოაგვარებენ სანტექნიკასა თუ ელექტროობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას; დაგეხმარებიან ტექნიკის მონტაჟში, ავეჯის დაშლა-აწყობაში და სხვ.

 

 

უსაფრთხოების სისტემების დაყენება: იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცულად იგრძნოთ თავი თქვენ ან თქვენი უძრავი ქონების რეზიდენტებმა, უსაფრთხოების სისტემების დაყენებასა და მათ რეგულარულ შემოწმებაზე ReInvest იზრუნებს.

 

 

გამწვანება: მათ, ვისაც გამწვანებულ და ჯანსაღ გარემოში სურს ცხოვრება, პროფესიონალი მებაღისა და ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურებას ვთავაზობთ.

 

 

ნარჩენების გადამუშავება: ReInvest თქვენთან ერთად გაიზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ნარჩენების გადამუშავებით ერთად შევინარჩუნებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.

 

 

რატომ უნდა ისარგებლოთ ReInvest-ის უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის სერვისით?

 

 

სტანდარტსა და რეგულაციას, ვიღებთ საჭირო ლიცენზიებსა და ნებართვებს. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ბიუჯეტის შედგენასა და ქონების მოვლა-პატრონობის დაგეგმვაში ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ზომა, მდგომარეობა და მდებარეობა.

 

 

ReInvest-ის უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის სერვისის გამოყენებით თავიდან აიცილებთ კონტრაქტორების ძიებისა და მათი დაქირავების ხანგრძლივ პროცესს.

 

 

გარდა მოვლა-პატრონობისა, ჩვენი სააგენტო გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ისეთ სერვისებსაც, როგორიცაა აზომვითი ნახაზების შედგენა, რემონტი, ღირებულების შეფასება და სხვ.

 

 

ხშირად დასმული შეკითხვები:

 

 

კონკრეტულად რა მომსახურებების მიღება შემიძლია ამ სერვისით?

 

 

სერვისი მოიცავს დასუფთავების, რემონტის შემდეგ დალაგებას, გამწვანების, უსაფრთხოების, გადამუშავებისა და ხელოსნის მომსახურებებს.

 

 

როგორ მოვითხოვო ReInvest-ის უძრავი ქონების მოვლის სერვისი?

 

 

სერვისის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან ელ.ფოსტის საშუალებით. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოაკითხოთ ჩვენს ოფისს თბილისში, ათენის ქ. 3 ნომერში.

Subscribe to our newsletter

×