უძრავი ქონების ყიდვა ან გაყიდვა იმაზე კომპლექსური პროცესია, ვიდრე შეიძლება წარმოგედგინოთ. იმ თანაბრად მნიშვნელოვანი პროცედურების ჩამონათვალში, რომელიც ყიდვა-გაყიდვას ახლავს თან, ერთ-ერთი უძრავი ქონების იურიდიული შემოწმება გახლავთ.
ReInvest-ის მიერ ჩატარებული უძრავი ქონების იურიდიული შემოწმება სამართლებრივი რისკებისგან დაგაზღვევთ, რისკებისგან, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს უფლებებსა და ინტერესებს უძრავ ქონებაზე.
შემოწმების სერვისი მოიაზრებს სააგენტოს იურიდიულ მომსახურებას. სერვისის მიზანია, დაგეხმაროთ ბინის სრულიად ურისკოდ ყიდვასა და გაყიდვაში.
უფლების რეგისტრაცია: საწყის ეტაპზე ჩვენი იურისტი ამოწმებს საჯარო რეესტრის ჩანაწერებს, რათა ქონების საკუთრება დადგინდეს. ამის შემდეგ შეფასდება რისკები და საბოლოოდ განხორციელდება კლიენტის უფლების რეგისტრირება.
დამაბრკოლებელი ფაქტორების განსაზღვრა: იურისტი გამოიკვლევს დამაბრკოლებელ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება პროცესზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, მაგალითად, იპოთეკა, გირავნობა, სერვიტუტი და სხვ.
კონტრაქტებისა და დოკუმენტების შემოწმება: ჩვენ ვამოწმებთ გარიგებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, როგორიცაა ნასყიდობის ან გაყიდვის ხელშეკრულებები, აქტები და იჯარა.
ReInvest-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტთა გუნდი სასურველი ფართის უფლებრივ შესწავლას უმოკლეს დროში განახორციელებს.
ჩვენი სააგენტო გთავაზობთ ისეთ იურიდიულ მომსახურებებსაც, როგორიცაა ქონების შეფასება, უძრავი ქონების გაქირავება და სხვ.
გარდა იურიდიული სერვისებისა, ReInvest-ის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ სარემონტო მომსახურება, ინტერიერის დიზაინის სერვისები, ქონების მოვლა-პატრონობა, აზომვითი ნახაზები და სხვ.
იურიდიული შემოწმება მოიცავს შემდეგ იურიდიულ პროცესებს: რისკების ანალიზი, საკუთრების გაფორმება, დოკუმენტების მომზადება და რევიზია, კონსულტაცია და სხვ.
საკუთრების რეგისტრაციის შემოწმება გადამწყვეტი პროცედურაა, რადგან ის ადასტურებს ქონების კანონიერ საკუთრებას. ReInvest-ში ჩვენი იურისტები ზედმიწევნით იკვლევენ საჯარო რეესტრის ჩანაწერებს, რათა დარწმუნდნენ, რომ თქვენი, როგორც მყიდველის ან გამყიდველის უფლებები დაცულია გარიგების პროცესში.
ReInvest უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებელს: ქონების ღირებულების შეფასება, ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-ქირაობა, ნახაზების შექმნა, მოვლა-პატრონობა, სარემონტო მომსახურება და სხვ.