ReInvest უძრავი ქონების ქართველ და უცხოელ მფლობელებს რემონტის სრულყოფილ სერვისს სთავაზობს. უძრავი ქონების რემონტის სერვისი დაგაზოგინებთ თანხას, დროსა და ენერგიას.
ერთობლივი კონსულტაცია და რემონტის დაგეგმვა: ჩვენი უძრავი ქონების აგენტი და სპეციალური ჯგუფი თქვენთან გაივლის კონსულტაციას, მოისმენს თქვენს მიზნებსა და პრეფერენციებს.
დეტალური ნახაზები: ჩვენი თანამშრომლები განლაგების დასაგეგმად, სივრცის უკეთ აღსაქმელად და ინტერიერის დიზაინზე სამუშაოდ შექმნიან აზომვით ნახაზებს.
ნებართვებისა და ლიცენზიის მოპოვება: მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნებართვასა და ლიცენზიას ჩვენი სპეციალსტები მოიპოვებენ.
უმაღლესი ხარისხის მასალების მოწოდება: ჩვენი პრიორიტეტი სერვისის ხარისხიანობასან ერთად შესაფერისი მასალების მოწოდებაცაა, რასაც რემონტის დაწყებამდე უზრუნველვყოფთ.
პროცესის ზედამხედველობა: რემონტის მსვლელობას დააკვირდება და გააკონტროლებს გუნდის ზედამხედველი.
რემონტის შემდგომი წმენდა და დალაგება: სერვისი უზრუნველყოფს რემონტის შემდგომ დასუფთავებასა და დალაგებას.
ReInvest-ის უძრავი ქონების რემონტის სერვისი თითოეული მიმართულებით უზრუნველყოფს მომსახურებებს. ამასთან ერთად, ჩვენთან თანამშრომლობას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ჩვენ სარემონტო სამუშაოების თითოეულ სტანდარტსა და რეგულაციას ზედმიწევნით ვიცავთ. ასეთებია სამშენებლო კოდექსები, ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები, გარემოსდაცვითი ინსტრუქციები და სხვ.
სერვისი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის უძრავ ქონებაზე, იქნება ეს საცხოვრებელი, კომერციული, ისტორიულ-კულტურული, სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნეო ქონება. რემონტის ფასები კი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურად გამოითვლება.
ReInvest-ის უძრავი ქონების რემონტის სერვისი მოიცავს ერთობლივ კონსულტაციას და რემონტის დაგეგმვას, დეტალურ ნახაზებს განლაგებისა და დიზაინისთვის, საჭირო ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებას, მაღალი ხარისხის მასალების მოწოდებას, პროცესის გულმოდგინე ზედამხედველობასა და რემონტის შემდგომ დალაგებას.
ბინების რემონტის ფასები დამოკიდებულია ბინის მდგომარეობაზე, სამუშაოების მოცულობაზე და გამოყენებულ მასალებზე. ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გეგმავთ რემონტს: შავი კარკასიდან თეთრ კარკასამდე, თეთრი კარკასიდან სრული რემონტი, ძველი ბინის რეკონსტრუქცია და ა.შ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 533 33 33 64 (Whatsapp, Viber, Telegram)
ReInvest-ს პრიორიტეტს ანიჭებს ყველა შესაბამისი სტანდარტისა და რეგულაციის დაცვას, რომელიც არეგულირებს სარემონტო სამუშაოებს. ჩვენი გუნდი ითვალისწინებს ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებს, გარემოსდაცვით ინსტრუქციებს და ნებისმიერ სხვა მოქმედ რეგულაციას, რათა უზრუნველყოს რემონტის პროცესის უსაფრთხოება, კანონთან შესაბამისობა და ხარისხი.
ReInvest-ის სარემონტო სერვისი საცხოვრებელ, კომერციულ, ისტორიულ-კულტურულ, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საკუთრებებს.