ReInvest უძრავი ქონების სააგენტოა, რომელიც გთავაზობთ ავეჯისა და სამშენებლო მასალების გადაზიდვის სერვისს. თუკი ბინას იშენებთ, ან სულაც დაასრულეთ აშენება, რემონტი, შეიმუშავეთ დიზაინი და ახლა ავეჯის მოწყობაღა დაგრჩათ, ჩვენი პროფესიონალი გუნდი ამ დამღლელ პროცესს გაგიმარტივებთ.
გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ავეჯის დაშლა-აწყობას, რესტავრაციას და უსაფრთხო ტრანსპორტირებას საქართველოს მასშტაბით!
ცნობილი ფაქტია, რომ ავეჯისა თუ სამშენებლო მასალების გადატანა ყველა ადამიანისა თუ ბიზნესისთვის დამღლელი პროცედურაა. მასალებისა თუ ავეჯის შეძენის შემდგომ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათი გადატანისათვის საჭირო აღჭურვილობა არ გაქვთ, ვერ უზრუნველყოფთ უსაფრთხო მიტანას, ან სულაც კონკრეტულ სართულზე ატანაა მეტისმეტად დამღლელი. თანაც, თუკი რემონტს სულ ახლახანს მორჩით და ბინის მოწყობა გეჩქარებათ, სხვადასხვა გადამზიდი სერვისების ლოდინის დრო ნამდვილად არ გექნებათ.
ამ რთულ პროცესს სწორედ Ri.GE-ს პროფესიონალთა გუნდი გაამარტივებს და ხარისხიან სერვისზე პასუხისმგებლობას აიღებს. ყველაზე დიდი პლუსი კი ისაა, რომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში მიიღებთ!
მას შემდეგ, რაც დაგვიკავშირდებით და შეკვეთას განათავსებთ, ჩვენი პროფესიონალთა გუნდი დაადგენს რა ტიპის გადატანა გჭირდებათ და ამისათვის რა რესურსია საჭირო. მიუთითეთ საქართველოს ნებისმიერი წერტილი და ჩვენი გუნდი სწრაფად და უსაფრთხოდ მოგაწოდებთ ავეჯს, სამშენებლო მასალას თუ ნებისმიერ სასურველ ნივთს. მოტანის დრო დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და მანძილზე – ნებისმიერ შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად!
ამასთან, RI.GE გთავაზობთ:
და მაინც, რატომ RI.GE? რა გამოარჩევს ჩვენს გუნდს სხვა ნებისმიერი გუნდისგან?
ჩვენი გამოცდილი გუნდი იზრუნებს, რომ თქვენმა ავეჯმა დაუზიანებლად და უსაფრთხოდ მიაღწიოს დანიშნულების ადგილს განსაკუთრებით მაშინ, თუკი მსხვრევადი და მყიფე ნივთების გადატანა გსურთ.
ჩვენ ვიყენებთ სათანადოდ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რადგანაც ტრანსპორტირების დროს მასალა/ავეჯი არ დაზიანდეს და შორი მანძილის გავლის შემთხვევაშიც კი უსაფრთხოდ მიაღწიოს დანიშნულების ადგილამდე. რეგულარულად გვაქვს თავად პროექტები, მათ შორის საქართველო მაღალმთიან თოვლიან კურორტებზე, ამიტომ ავტომობილები კარგად აღჭურვილია თოვლში სასიარულოდ.
ჩვენ დაგეხმარებით, რომ მინიმალურ დროში მაქსიმალური ხარისხი მიიღოთ. თქვენ მაგივრად ვიფიქრებთ ნებისმიერ დეტალზე და პროცესს შესაბამისად დავგეგმავთ. ერთად მივყვეთ ინტერიერის დიზაინერის გეგმას იმისთვის რომ განვათავსოთ ავეჯი ოთახის ნებისმიერ სასურველ წერტილში.
და რაც ყველაზე მთავარია – ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ წერტილში. არ აქვს მნიშვნელობა ავეჯის გადაზიდვა რუსთავში გსურთ, ქუთაისში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში. თბილისის საუკეთესო უძრავი ქონების სააგენტო უძრავი ქონებისა თუ კომერციული ფართის შეძენის, დაგეგმარებისა თუ მოწყობის ყველა ეტაპზე თქვენთან ერთად იქნება!
ჩვენი სერვისი მოიცავს: ავეჯისა და სამშენებლო მასალების გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით, ავეჯის დაშლა-აწყობას, რესტავრაციას, შეფუთვას;
დიახ, უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის ჩვენს გუნდს ავეჯის დაშლა-აწყობა ადგილზეც შეუძლია.
ფასი განისაზღვრება ავეჯის რაოდენობის, ზომისა და გასავლელი მანძილის მიხედვით. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ (+995 533 33 33 64).
დიახ, ჩვენ ვთავაზობთ დაზიანებული ავეჯის რესტავრაციას, რათა მას დაუბრუნდეს პირვანდელი მდგომარეობა (ან თითქმის პირვანდელი)
დაგვიკავშირდით და ერთად შევთანხმდეთ ხელსაყრელ დროზე.
ჩვენ ვიყენებთ სათანადოდ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს უსაფრთხოდ გადატანის მიზნით. ყველაზე გამოყენებადია ჩვენი Ford Transit Custom.