დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული. ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.