ბინის ყიდვა უამრავი ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველოში ბინის ფასები დაბალი არაა – მითუმეტეს მაშინ, თუ ბინას ქალაქის ცენტრში ყიდულობთ, კარგ მდებარეობას ირჩევთ, კარგი პროექტი გსურთ, კარგი ხედი და, საბოლოოდ, ხარისხიანი რემონტი, რომელიც წლებს გაუძლებს. ამ შემთხვევაში ბინის შეძენა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის ყიდვა აღარაა – ესაა უძრავი ქონების ინვესტიცია. სწორად და ჭკვიანურად მიღებული გადაწყვეტილება ამ დროს მხოლოდ ერთი კონკრეტულ დროის მონაკვეთში კი არ წაგადგებათ, არამედ წლების შემდგომაც მიხვდებით გადაწყვეტილების სისწორეს.
მოცემულ ბლოგში წარმოგიდგენთ იმას, თუ სად უნდა შეიძინოთ ბინები, როგორია სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილება, რა გამოგადგებათ საცხოვრებლად, გასაქირავებლად თუ გასაყიდად და ა.შ
ბინები თბილისში
თუკი ბიუჯეტი ხელს გიწყობთ, თბილისში ბინის ყიდვა ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა. ბოლოს და ბოლოს, ბინას დედაქალაქში იყიდით და ქალაქის ყველა სასარგებლო წერტილთან ხელი მიგიწვდებათ.
თბილისის უბნების უძრავი ქონების ფასები (2024):
მთაწმინდა – 1 კვ.მ ფასი: 2 683 აშშ დოლარი
ვაკე – 1 კვ.მ ფასი: 2 337 აშშ დოლარი
ჩუღურეთი – 1 კვ.მ ფასი: 1 588 აშშ დოლარი
კრწანისი – 1 კვ.მ ფასი: 1 482 აშშ დოლარი
საბურთალო – 1 კვ.მ ფასი: 1 450 აშშ დოლარი
დიდუბე – 1 კვ.მ ფასი: 1 222 აშშ დოლარი
ისანი – 1 კვ.მ ფასი: 1 203 აშშ დოლარი
ნაძალადევი – 1 კვ.მ ფასი: 1 117 აშშ დოლარი
გლდანი – 1 კვ.მ ფასი: 1 024 აშშ დოლარი
სამგორი – 1 კვ.მ ფასი: 989 აშშ დოლარი
დიდი დიღომი – 1 კვ.მ ფასი: 971 აშშ დოლარი
ვაშლიჯვარი – 1 კვ.მ ფასი: 955 აშშ დოლარი
წყარო: https://www.bpn.ge/article/121591-qvelaze-zviri-da-iapi-ubnebi-tbilisshi-sad-da-ra-pasad-shegizliat-binebis-shezena/
თუკი გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, შეგიძლიათ არამარტო იყიდოთ ბინა, არამედ კერძო სახლიც აიშენოთ!
ბინები ბათუმში
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები შემცირდა (მიგრანტების გადინებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო), ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანობით ხასიათდება.
ბათუმში ბინებს სხვადასხვა ფასი აქვს, ისევე, როგორც თბილისში. ბინების ფასი დამოკიდებულია უბნების, ზღვისპირა მდებარეობის, პროექტის, ინფრასტრუქტურის, დეველოპერის მიხედვით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქს 2024 წელს ჯამში 4.6 მლნ. დამსვენებელი ეწვია, უძრავი ქონების ყიდვა განსაკუთრებით საინტერესო ხდება. თუკი უძრავი ქონება საინვესტიციოდ გსურთ, მაშინ ბათუმი ნამდვილად დაგაინტერესებთ.
2024 წელს ახალაშენებული ბინების ფასი 1 მ2-ზე 1141 დოლარია. ძველი ბინების შემთხვევაში კი 1014 დოლარი. წყარო: https://solis.ge/news/batumis-udzravi-qonebis-bazris-mimoxilva
გამოვარჩევდით სამ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს ტერიტორიის მიხედვით, სადაც ფასები ყველაზე მაღალია:
ზღვისპირა ზოლი – პირველი ხაზი
ზღვისპირა ზოლში 1 კვ. მ-ზე უძრავი ქონების ფასმა შეიძლება 2500$ (2023 წლის მონაცემებით)
ძველი ბათუმი
ადგილი, სადაც პოპულარული ტურისტული ნაგებობები – ,,ანბანის კოშკი’’, ‘’ალი და ნინო’’ და ა.შ მდებარეობს, კულტურული მნიშვნელობის ძეგლები, უბნები რომლებიც ისტორიას ყვება – უძრავი ქონების ფასები აქ მაღალია
ახალი ბულვარის ტერიტორია
თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ზღვის სიახლოვე ამ უბანს პრესტიჟულს ხდის. აქ უძრავი ქონების ფასები ასევე მაღალია, განსაკუთრებით ახალ აშენებულ კომპლექსებში.
დაგვიკავშირდი და ჩვენი სანდო უძრავი ქონების აგენტები დაგეხმარებიან სასურველი ბინის პოვნაში! +995 533 33 33 64
ბინები ბაკურიანში
ბაკურიანი პოპულარული სამთო კურორტია საქართველოში. ცნობილი სათხილამურო კურორტის გამო ადამიანები ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ჩადიან ბაკურიანში – ფაქტი, რომ იგი თბილისთან ახლოსაა, ამ ფაქტს მეტად უწყობს ხელს.
2024 წლის მონაცემებით, ბაკურიანში ბინების გაყიდვები 51%-ით გაიზარდა.
ბაკურიანში ბინის შეძენის მოტივაცია ორგვარი შეიძლება იყოს.
1 – როდესაც ადამიანს საკუთარი თავისთვის უნდა ბინის შეძენა – ზამთარ-ზაფხულ კურორტზე დასვენება, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და დროის მშვიდად გატარება ლამაზ ბუნებაში
2 – საინვესტიციოდ. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განამვლობაში ბაკურიანში ვითარდება ინფრასქტუქტურა – შენდება რესტორნები, გასართობი ადგილები, სასტუმროები – ეს ყველაფერი უძრავი ქონების ფასებსაც ზრდის. ბინის შეძენა უკვე მომგებიანი ინვესტიცია გახდა – იყიდი, რამდენიმე წელში კი გაზრდილ ფასად გაყიდი, ან იყიდი და სეზონურად გააქირავებ.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბინის ფასები ბაკურიანში ასეთია:
1 ოთახიანი ბინა – საშუალოდ 30 000$ – 40 000$
2 ოთახიანი ბინა – 40 000$ – 65 000$
3 ოთახიანი ბინა – 48 000$ – 70 000$
რა თქმა უნდა, ფასები დამოკიდებულია მდებარეობაზე, რემონტზე და ა.შ
ბინები ქუთაისში
ქუთაისი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქია – ისტორიული, მრავალფეროვანი და ულამაზესი ქალაქი.
ისევე, როგორც ყველგან, ქუთაისშიც ბინის ფასები დამოკიდებულია მდებარეობაზე, პროექტზე, ინფრასტრუქტურაზე.
ქუთაისში ბინის ფასები შედარებით დაბალია სხვა ქალაქებთან შედარებით, ამიტომ თუ დედაქალაქში ცხოვრება არაა თქვენთვის პრიორიტეტული და განიხილავთ ლამაზ, მშვიდ ქალაქს, მაშინ ქუთაისი ნამდვილად შეგეფერებათ.
ქუთაისი ქვეყნის ცენტრშია, რაც მას მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად აქცევს. ქუთაისშია საერთაშორისო აეროპორტი, აქვს ტურისტული პოტენციალი, არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო და გამწვანებები.
ბინები გუდაურში
ისევე, როგორც ბაკურიანი, გუდაურიც იზიდავს დამსვენებლებს და უძრავი ქონების ინვესტორებს. გუდაური ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში.
გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2023 წელს გუდაურში მცირე ზომის ბინები (26-50 მ2) გაიყიდა და მათი ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო (1200-1500$ მ2)
ეს ტენდენციები მიუთითებს გუდაურის უძრავი ქონების ბაზრის ფრთხილ, მაგრამ მდგრად გარემოზე. მიუხედავად ტრანზაქციების მოცულობის შემცირებისა წლის მეორე ნახევარში, საშუალო ფასები სტაბილურია, ხოლო მცირე ზომის, საშუალო ფასის ბინები კვლავ პოპულარობით სარგებლობს.
შეჯამება
საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელს განიცდიდა მნიშვნელოვან დინამიკას, რაც აისახა როგორც გაყიდვებში, ასევე ფასების ცვალებადობაში. მიუხედავად გარკვეული არასტაბილურობისა, ბინის შეძენა საქართველოში კვლავ რჩება ერთ-ერთ მომგებიან გადაწყვეტილებად, იქნება ეს საცხოვრებლად თუ საინვესტიციოდ.
გაფრთხილება: მოცემული ბლოგი არ ემსახურება საინვესტიციო რჩევის მოცემას. უძრავი ქონების შეძენამდე გაიარეთ კონსულტაცია სანდო ბროკერებთან!