fbpx

ბინის შეფასება ონლაინ საქართველოში: რა უნდა იცოდეთ?

Dec 21,2024 Read 1 min

ბოლო წლებში საქართველოს უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა. გაიზარდა როგორც მყიდველების, ისე უძრავი ქონების გამყიდველების რიცხვი, რამაც, ბუნებრივია, გაზარდა მოთხოვნა უძრავი ქონების შეფასების სერვისზე. ქონების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. პირველ რიგში, განსაზღვრავთ უძრავი ქონების საბაზრო ფასს, რაც შემდგომში დაგეხმარებათ, რომ თქვენს საკუთრებას სწორი ფასი დაადოთ გაყიდვისას. ბინის შეფასების პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ მყიდველმაც და გამყიდველმაც ოპტიმალურ ფასად იყიდოს/გაყიდოს ქონება. ამასთან, ბანკები და სესხის გამცემები ხშირად ითხოვენ ქონების შეფასებას, რათა საკუთრების ღირებულება განისაზღვროს სესხის დამტკიცების პროცესისათვის. საბოლოოდ კი, ქონების შეფასება ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, დაადგინონ პოტენციური შემოსავლები და რისკები, რათა სწორად დაგეგმონ ინვესტირების პროცესი.

გადაწყდა, რომ უძრავი ქონების შეფასება საჭიროა, მაგრამ, ხშირად, გამყიდველისთვის ეს პროცესი კომფორტული სულაც არ არის. არის შემთხვევები, რომ ბროკერს სასურველ დროზე ვერ უთანხმდებით, შეიძლება ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობთ და ამანაც შეანელოს პროცესი, ან იქნებ უძრავ ქონებას საქართველოში ფლობთ, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფებით? მოკლედ, კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს დროის დაზოგვის უკეთესი საშუალება – ბინის ონლაინ შეფასება.

იმისათვის, რომ ბინის შეფასების პროცესი უფრო კომფორტული გახდეს, ჩვენი უძრავი ქონების სააგენტო გთავაზობთ ბინის შეფასების ონლაინ სერვისს.

როგორ ფასდება თქვენი ბინა ონლაინ?

თქვენი ბინის ონლაინ შეფასებისათვის მხოლოდ ჩვენთან დაკავშირება და თქვენი უძრავი ქონების ფოტოების გადმოგზავნაა საჭირო. შეფასების დასაწყებად გაგვიზიარეთ ქონების საკადასტრო კოდი. ჩვენი ექსპერტები დეტალურად გამოიკვლევენ ყველაფერს და რაც შეიძლება მალე დაგიბრუნდებიან პასუხით. ასე გამოიყურება დეტალური პროცესი:

გადმოგვიგზავნეთ ფოტოები: იმისათვის, რომ რაც შეიძლება ზუსტად შევაფასოთ თქვენი საკუთრება, საჭიროა საუკეთესო ხარისხის ფოტოების მოწოდება. ფოტოები უნდა იყოს სუფთა, ნათელი და მაქსიმალურად დეტალური;

არ გამოგრჩეთ დეტალები: მნიშვნელოვანია, ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ბინის მდგომარეობის, ზომების, მდებარეობის, გარემო პირობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ;

როგორ განისაზღვრება თქვენი უძრავი საკუთრების ღირებულება?

ბინის ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

მდებარეობა: ბინის ადგილმდებარეობა უმნიშვნელოვანესია. თუ თქვენი ბინა ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მისი ღირებულება უფრო მაღალი იქნება;

ბინის მდგომარეობა: თუ ბინაში ხარისხიანი და ახალი რემონტია, მას უფრო მაღალი ფასი დაედება;

ინფრასტრუქტურა: კომფორტული მდებარეობა – ახლოს არსებული სასურსათო მაღაზიები, სკოლები, საავადმყოფოები, მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგურები გავლენას ახდენს ფასის მატებაზე;

უძრავი ქონების ტიპი: ახალაშენებულია ბინა? ძველი სტილითაა აშენებული? კერძო სახლია? კომერციული ფართია? ყველაფერს აქვს მნიშვნელობა.

 

რატომ არის ბინის ონლაინ შეფასება საჭირო ბინადრობის მოპოვებისათვის?

საქართველოში ბინადრობის მოპოვების პროცესში ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი უძრავი ქონების ღირებულების დოკუმენტირებული დადასტურებაა. ეს არის მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც დამტკიცებასთან დაკავშირებულ პროცედურებს ამარტივებს. ბინადრობის მოპოვებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს უძრავი ქონების ღირებულების დასტურს. ეს დოკუმენტი სახელმწიფოსთვის აუცილებელია იმაში დასარწმუნებლად, რომ საკუთრება ნამდვილად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენი ექსპერტების მიერ ჩატარებული შეფასება უზრუნველყოფს ამ მონაცემების სიზუსტეს.

დასკვნა

იმისათვის, რომ თქვენი უძრავი ქონების შეფასება რაც შეიძლება მარტივი და კომფორტული იყოს, შეგიძლიათ, RI.GE-ს ონლაინ შეფასების სერვისით ისარგებლოთ. მხოლოდ ერთი რამ გევალებათ – გამოგვიგზავნოთ რაც შეიძლება კარგი ხარისხის ფოტოები. დანარჩენზე კი ჩვენი სანდო და გამოცდილი უძრავი ქონების აგენტები იზრუნებენ! თუკი აღმოჩნდება, რომ ბინის შეფასებამდე თქვენი ბინისათვის ‘ხელის შევლება’ გჭირდებათ, მაშინ ჩვენი რემონტის სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ, ან, იქნებ, ავეჯის შემატება გჭირდებათ სახლისათვის, ავეჯის გადაზიდვის სერვისშიც მოგეხმარებით! RI.GE უძრავი ქონებისათვის საჭირო ყველა ნაბიჯზე თქვენთან ერთადაა.

ხშირად დასმული კითხვები

რა დრო სჭირდება ბინის ონლაინ შეფასებას?

ბინის შეფასება ონლაინ სწრაფი პროცესია და ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე საათი საჭირო შეფასებისათვის.

როგორი ფოტოები უნდა გადავიღო ბინის შეფასებისათვის?

უნდა გადაიღოთ რაც შეიძლება ნათელი და კარგი ხარისხის ფოტოები, რომლებშიც თითოეული დეტალიც კი გამოკვეთილი იქნება.

რამდენად ზუსტია ონლაინ ბინის შეფასება?

თუკი დეტალურად მოგვაწვდით ინფორმაციას და ფოტოებშიც კარგად იქნება ასახული ბინის რეალური მდგომარეობა, მაშინ ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტები შეძლებენ, რაც შეიძლება ზუსტი შეფასება დადონ.

რა ღირს ბინის ონლაინ შეფასება?

როგორც წესი, ონლაინ შეფასება ბევრად უფრო ნაკლები დაგიჯდებათ ლოჯისტიკური ხარჯების არ არსებობის გამო. მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით (+995 533 33 33 64).

Subscribe to our newsletter

×