fbpx

ბინის ქირაობა: ყველაფერი რაც უნდა გაითვალისწინოთ

May 15,2024 Read 1 min

ბინის ქირაობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებამდეც უამრავი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, განსაკუთრებით თუ ბინის ქირაობა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში გსურთ. საქართველოში ბინის ქირის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე ცვლილებების გამო. წლის განმავლობაში ბინების ქირაობის ფასის 70-80%-იან ზრდას ანალიტიკოსები და ექსპერტები თბილისში სხვადასხვა ეროვნების, განსაკუთრებით კი, რუსების, დასახლებას მიაწერენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბინის ქირის ფასმა ბოლო თვის განმავლობაში იკლო, თუკი ტურისტების მიერ ბინის ქირაობაზე მოთხოვნა გაიზრდება, პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ქირის ფასიც. სწორედ ამ არასტაბილურობის გამო უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ფაქტორები ბინის ქირაობამდე.

უძრავი ქონების ბაზრის შესწავლა

სანამ სახლის ძებნას დაიწყებთ, უნდა შეისწავლოთ უძრავი ქონების ბაზარი. ქირის ფასები ლოკაციაზე, ბინის ზომასა და მოწყობაზეა დამოკიდებული. ჩვენი უძრავი ქონების სააგენტოს ბროკერებს შეუძლიათ, დაგეხმარონ და მოგაწოდონ ინფორმაცია, თუ სად შეძლებთ ბინის ქირაობას თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

30%-ის წესი: ბინის ქირის განსაზღვრა

ბინის ქირაობამდე გასათვალისწინებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის თქვენი ბიუჯეტი. ზოგადად, რეკომენდებულია, რომ თქვენი შემოსავლის 30%-ზე მეტი ქირაში არ უნდა გადაიხადოთ, მაგალითად, თუკი ქირაში 2000 ლარის გადახდაზე თანახმა ხართ, თქვენი შემოსავალი, სულ მცირე, თვეში 6000 ლარი უნდა იყოს (თუმცა ეს ზოგადი რეკომენდაციაა). არ დაგავიწყდეთ ისეთი ხარჯების გათვალისწინებაც, როგორიცაა კომუნალურები, ინტერნეტი, ხშირ შემთხვევაში დაზღვევაც. თბილისში ბინის ქირაობამდე გამქირავებლები ხშირად პირველი და ბოლო თვის ქირის წინასწარ გადახდასაც ითხოვენ – გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი, რომ სასურველი ბინის შერჩევაში ხელი არ შეგეშალოთ.

სწორი ბინის პოვნა

ერთი შეხედვით, მარტივია, იპოვო ისეთი ბინა, რომელიც შენს სურვილებს შეესაბამება, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ წინასწარ არ ითვალისწინებს მომხმარებელი ბინის ქირაობის სირთულეს. ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი დაუსრულებელ ძებნად, რეკვად და გაურკვევლობად გადაიქცევა ხოლმე. გასაქირავებელი ბინის შერჩევის სტრესი კი განაპირობებს იმას, რომ ხშირად, ოღონდ კი ბინა ვიქირავოთ, საკუთარ სურვილებს უგულებელვყოფთ ხოლმე. ასე რომ არ დაგემართოთ, როგორც კი სახლის ძებნას დაიწყებთ, მკაფიოდ ჩამოთვალეთ ისეთი ფაქტორები, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დაფიქრდით, რა გირჩევნიათ – რამდენი ოთახი/სააბაზანო გსურთ? თუკი შინაური ცხოველი გყავთ, არ გამოგრჩეთ ისეთი ბინის მოძებნა, რომელშიც შინაური ცხოველის გაჩერების ნებას დაგრთავენ, რა მოწყობილობები გსურთ, რომ ბინაში დაგხვდეთ? აუცილებელია თუ არა, რომ რემონტი ახალი გაკეთებული იყოს? აქცევთ თუ არა ყურადღებას ინტერიერის დიზაინს? თუკი კერძო სახლის ქირაობა გსურთ, რა მოთხოვნები გაქვთ – როგორი უნდა იყოს ეზოს დიზაინი? გააკეთეთ პატარა სია იმისა, თუ რა არის აუცილებელი და რა – სასურველი. ხოლო თუ პროცესში გადაიღლებით, ნუ დანებდებით, ჩვენი უძრავი ქონების სააგენტო ბინის ქირაობის პროცესში დაგეხმარებათ.

გადასვლის ხარჯები

არ გამოგრჩეთ ახალ ბინაში გადასვლის ხარჯის გათვალისწინება. ავეჯის, ნივთების, ტანსაცმლის გადატანაში დახმარება დაგჭირდებათ. გადასვლის შემდგომ, შესაძლოა, ბინის მოწყობა მოგინდეთ თქვენი გემოვნებისა და პრეფერენციების შესაბამისად. დაგჭირდებათ ახალი ჭურჭელი, ბინის დასასუფთავებელი საშუალებები, ჰიგიენური საშუალებები, ა.შ

პირობების გარკვევა ბინის ქირაობამდე

სანამ ბინას იქირავებთ, აუცილებლად დაინტერესდით იმით, თუ ვინ ცხოვრობდა ბინაში თქვენამდე და რა არის ბინის დატოვების მიზეზი. საუკეთესო იქნება, თუკი წინა მაცხოვრებლებთან შეძლებთ დაკავშირებას და ამ კითხვის პირადად დასმას. ასე შეძლებთ გაიგოთ, არის თუ არა ბინის დატოვების მიზეზი დისკომფორტი, არაკომფორტული ბინა, ხმაურიანი მეზობლები, ა.შ ასევე კარგი იქნება, თუკი იკითხავთ, შეიძლება თუ არა ბინის გადაკეთება, კედლების შეღებვა, დიზაინის შეცვლა და ა.შ იმის გამო, რომ თქვენი გემოვნება, შესაძლოა, გამქირავებლის გემოვნებისაგან განსხვავდებოდეს, უნდა იცოდეთ, შეძლებთ თუ არა ბინაში რემონტის გაკეთებას.

ბინის ქირაობა თბილისში

თბილისის სხვადასხვა უბანში ბინის ქირის ფასი განსხვავებულია. თუკი თქვენთვის ლოკაციას მნიშვნელობა არ აქვს და გარეუბანში ერთ ოთახიანი ბინის ქირაობა გსურთ, ამას 300-500$-ად შეძლებთ. თუკი ბინის ქირაობა ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისის, სოლოლაკის ტერიტორიაზე გსურთ, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ.

ბინის ქირაობა ბათუმში

ბათუმში ბინის ქირაობამდე უნდა დაფიქრდეთ თქვენს პრეფერენციებზე – სად გსურთ ბინის ქირაობა – პარკთან, ზღვასთან და ბულვართან ახლოს, თუ უფრო წყნარ სამეზობლოში, ტურისტებისაგან მოშორებით. ბათუმში ბინის ქირაობამდე აუცილებელია გაითვალისწინოთ სეზონიც – ზაფხულში საგრძნობლად იმატებს დამსვენებლების რაოდენობა, შესაბამისად, ქირის ფასიც. თუკი ამის საშუალება გაქვთ, ეცადეთ, ბინა არასეზონზე იქირავოთ.

შეჯამება

ბინის ქირაობამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა ბიუჯეტი, ხარჯები, მოსალოდნელი საფრთხეები, ლოკაცია, უძრავი ქონების ბაზარი და ა.შ შეხვდით სიახლეს მომზადებულად. ჩვენი უძრავი ქონების სააგენტო არამხოლოდ ბინის ქირაობაში, არამედ ბინის შეძენაში, მოვლაში, უძრავი ქონების შეფასებაშიც კი დაგეხმარებათ.

ხშირად დასმული შეკითხვები:

რა არის საშუალო თვიური ქირა თბილისში?

საშუალოდ, ქირის ფასი იწყება 500-600$-დან. ფასის ზრდა დამოკიდებულია ლოკაციაზე, ბინის კონდიციაზე, ოთახების რაოდენობაზე, ა.შ

შემიძლია თუ არა გასაქირავებელ ფასზე მოლაპარაკება?

დიახ, შეგიძლიათ. გაესაუბრეთ გამქირავებელს და უთხარით თქვენთვის მისაღები ფასი.

მინიმუმ რამდენი ხნით უნდა ვიქირავო ბინა?

ეს დამოკიდებულია გამქირავებლის მოთხოვნაზე, თუმცა, ძირითადად, უმეტესობა მათგანს ურჩევნია, ბინა 1 წლით მაინც იქირავოთ.

როგორ დავრწმუნდე, რომ ნამდვილად უსაფრთხოდ ვქირაობ ბინას?

ანდეთ ბინის მოძებნისა და ქირაობის პროცესი სანდო უძრავი ქონების სააგენტოს თბილისში. პროფესიონალი ბროკერები გადახედავენ იჯარის ხელშეკრულებას და დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი კანონისა და წესების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს.

Subscribe to our newsletter

×