RI.GE-ში ჩვენ ვქმნით და ვგეგმავთ სივრცეებს მიზნობრივად — ჭკვიან, ელეგანტურ გადაწყვეტებს სახლებისა და ბიზნესებისთვის საქართველოს მასშტაბით.
RI.GE-ში ჩვენ ვქმნით და ვგეგმავთ სივრცეებს მიზნობრივად — ჭკვიან, ელეგანტურ გადაწყვეტებს სახლებისა და ბიზნესებისთვის საქართველოს მასშტაბით.
ჩვენ გთავაზობთ რემონტის სერვისს, რომლებიც განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ქონებებისათვის საქართველოში. დაწყებული თავდაპირველი დიზაინის კონცეფციიდან და დამთავრებული საბოლოო რემონტის გეგმებით, ჩვენი სერვისები უზრუნველყოფს შეუფერხებელ ტრანსფორმაციას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ესთეტიკას და ფუნქციურ ეფექტურობას.
ჩვენ გთავაზობთ რემონტის სრულ ციკლს. იქნება ეს სახლის განახლება თუ კომერციული ფართის მოდერნიზაცია.
ჩვენ ვქმნით დეტალურ დიზაინს. დაწყებული გეგმის შემუშავებით და დამთავრებული ტექნიკური სპეციფიკაციებით, თითოეული ბლუ პრინტი ყურადღებით არის შექმნილი იმისათვის, რომ თქვენი პროექტი იყოს ეფექტური და ეკონომიური.
ერთობლივი კონსულტაცია და რემონტის დაგეგმვა: ჩვენი უძრავი ქონების აგენტი და სპეციალური ჯგუფი თქვენთან გაივლის კონსულტაციას, მოისმენს თქვენს მიზნებსა და პრეფერენციებს.
დეტალური ნახაზები: ჩვენი თანამშრომლები განლაგების დასაგეგმად, სივრცის უკეთ აღსაქმელად და ინტერიერის დიზაინზე სამუშაოდ შექმნიან აზომვით ნახაზებს.
ნებართვებისა და ლიცენზიის მოპოვება: მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნებართვასა და ლიცენზიას ჩვენი სპეციალსტები მოიპოვებენ.
უმაღლესი ხარისხის მასალების მოწოდება: ჩვენი პრიორიტეტი სერვისის ხარისხიანობასან ერთად შესაფერისი მასალების მოწოდებაცაა, რასაც რემონტის დაწყებამდე უზრუნველვყოფთ.
პროცესის ზედამხედველობა: რემონტის მსვლელობას დააკვირდება და გააკონტროლებს გუნდის ზედამხედველი.
რემონტის შემდგომი წმენდა და დალაგება: სერვისი უზრუნველყოფს რემონტის შემდგომ დასუფთავებასა და დალაგებას.
RI.GE-ის უძრავი ქონების რემონტის სერვისი თითოეული მიმართულებით უზრუნველყოფს მომსახურებებს. ამასთან ერთად, ჩვენთან თანამშრომლობას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ჩვენ სარემონტო სამუშაოების თითოეულ სტანდარტსა და რეგულაციას ზედმიწევნით ვიცავთ. ასეთებია სამშენებლო კოდექსები, ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები, გარემოსდაცვითი ინსტრუქციები და სხვ.
სერვისი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის უძრავ ქონებაზე, იქნება ეს საცხოვრებელი, კომერციული, ისტორიულ-კულტურული, სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნეო ქონება. რემონტის ფასები კი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურად გამოითვლება.
RI.GE-ის უძრავი ქონების რემონტის სერვისი მოიცავს ერთობლივ კონსულტაციას და რემონტის დაგეგმვას, დეტალურ ნახაზებს განლაგებისა და დიზაინისთვის, საჭირო ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებას, მაღალი ხარისხის მასალების მოწოდებას, პროცესის გულმოდგინე ზედამხედველობასა და რემონტის შემდგომ დალაგებას.
ბინების რემონტის ფასები დამოკიდებულია ბინის მდგომარეობაზე, სამუშაოების მოცულობაზე და გამოყენებულ მასალებზე. ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გეგმავთ რემონტს: შავი კარკასიდან თეთრ კარკასამდე, თეთრი კარკასიდან სრული რემონტი, ძველი ბინის რეკონსტრუქცია და ა.შ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 533 33 33 64 (Whatsapp, Viber, Telegram)
RI.GE-ს პრიორიტეტს ანიჭებს ყველა შესაბამისი სტანდარტისა და რეგულაციის დაცვას, რომელიც არეგულირებს სარემონტო სამუშაოებს. ჩვენი გუნდი ითვალისწინებს ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებს, გარემოსდაცვით ინსტრუქციებს და ნებისმიერ სხვა მოქმედ რეგულაციას, რათა უზრუნველყოს რემონტის პროცესის უსაფრთხოება, კანონთან შესაბამისობა და ხარისხი.
RI.GE-ის სარემონტო სერვისი საცხოვრებელ, კომერციულ, ისტორიულ-კულტურულ, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საკუთრებებს.
უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო პერიოდში ბუმს განიცდის ტურისტებისა და ომის მიგრანტების მაღალი რიცხვის გამო. უკანასკნელი მონაცემებით უძრავი ქონების ღირებულება თბილისსა და ბათუმში 30%-ით, ხოლო ქირის ფასი 250%-ით გაიზარდა.
თითოეულ ქალაქს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ და რომელთა შესახებაც ჩვენი გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.
დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული. ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.
ჩვენს სააგენტოს წლების განმავლობაში უამრავ დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია, რის საფუძველზეც შევძლებთ კონკრეტულ მათგანს გავუწიოთ რეკომენდაცია.
ისტორიის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვინც გეგმავს, რომ კერძო საკუთრება ტურისტებს მიაქირავოს თბილისში, ჩვენ გირჩევდით სოლოლაკის, აბანოთუბნის, ვერის, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს. ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ უძრავი ქონებად ითვლება გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში შეძენილი სახლები. ვისაც კერძო ვილის შეძენა გსურთ, თვალი გადაავლეთ დიდი დიღმის, წყნეთისა და კაკლების არეალს.
დიახ, დისტანციური რეგისტრაცია შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით.
საქართველოში უძრავი ქონებაზე გადასახადი არ გეკისრებათ.
უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. საკუთრების უფლება, შესაძლოა, განაცხადის შეტანის დღესვე მოიპოვო.
Gio Tsa2025-03-31Trustindex verifies that the original source of the review is Google. RINAH2025-03-25Trustindex verifies that the original source of the review is Google. I wanted to complain about this company as I hired them to complete some house repairs and renovations such as ch aging the flooring , installing dishwasher , adding new sockets , installing microwave into cupboard and painting walls etc. They added a dishwasher uninstalled wihr the pipes still inside , installed ventilation without painting , didn’t change all sockets and the ones changed are different colours and are cheap quality ,and didn’t finish remaining work. When I tried to contact them they ignored phone calls and texts. Very unprofessional company I don’t recommend pls save your money so you don’t get scammed by this company and get low quality work done look elsewhere.
RI.GE გთავაზობთ უძრავი ქონების სრულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
© 2025 | ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია NEYD-ში
WhatsApp us