🏗️ 100-ზე მეტი დასრულებული პროექტი საქართველოს მასშტაბით

უძრავი ქონების გაქირავება

თუ საქართველოში ფლობთ უძრავ ქონებას და მისი გაქირავებით გსურთ პასიური შემოსავალი მიიღოთ, RI.GE-ის გუნდი შესაბამის მომსახურებას გაგიწევთ.

Woman standing towards the work site

RI.GE-ში ჩვენ ვქმნით და ვგეგმავთ სივრცეებს მიზნობრივად — ჭკვიან, ელეგანტურ გადაწყვეტებს სახლებისა და ბიზნესებისთვის საქართველოს მასშტაბით.

უძრავი ქონების გაქირავების სერვისი

RI.GE უძრავი ქონების სააგენტოა, რომელიც ქართველ და უცხოელ მომხმარებელს საქართველოში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სრულყოფილ სერვისებს აწვდის. ერთ-ერთი პოპულარული სერვისი ქონების გაქირავების მომსახურებაა, ვინაიდან დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი არჩევს შემოსავლის წყაროდ ბინების გაქირავებას.

ქონების გაქირავება

ჩვენ ვეხმარებით ქონების მფლობელებს საცხოვრებელი ან კომერციული ქონების გაქირავებაში. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ქონება სწორად და სწრაფად გაქირავდეს.

ქირავნობის მართვა

ჩვენ გთავაზობთ ქონების მართვის სრულ მომსახურება. დაწყებული მქირავებლის მოძებნით, დასრულებული ყოველთვიური რეპორტების წარდგენით.

უძრავი ქონების გაქირავება საქართველოში

რას მოიცავს უძრავი ქონების გაქირავების სერვისი?

 

ქირის ოპტიმალური ფასის დადგენა: ჩვენი უძრავი ქონების აგენტები თქვენგან დამოუკიდებლად ატარებენ ბაზრის საფუძვლიან კვლევას და ანალიზს, რის შედეგადაც შეჯერდებიან ფასზე, რომელიც მაქსიმალურ სარგებელს მოგიტანთ.

ქონების მარკეტინგი: იმისთვის, რომ თქვენი ბინა შესაფერის მოიჯარემდე სწრაფად და ეფექტური კომუნიკაციით მივიდეს, ჩვენი გუნდი გეგმავს და ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს.

მოიჯარეების არჩევა: ყოველთვის, როცა ბინის ქირაობის მსურველი გამოჩნდება, ჩვენი გუნდი გამოიკვლევს მის საკრედიტო ისტორიას და მისგან საჭირო ინფორმაციას გამოითხოვს.

საიჯარო ხელშეკრულებები: თქვენი ინტერესებისა და საქართველოს კანონმდებლობის დასაცავად ჩვენ თავად ვამზადებთ და იურიდიულად ვაფორმებთ საიჯარო ხელშეკრულებებს.

ქირის მენეჯმენტი: ჩვენი გუნდი თქვენ მაგივრად შეაგროვებს ქირას მოიჯარეებისგან, რაც დაგეხმარებათ, თანხა დროულად მიიღოთ და აიცილოთ ყოველთვიური კომუნიკაცია მოიჯარისგან.

ქონების მოვლა: სერვისი მოიცავს უძრავი ქონების მოვლასაც, როგორიც შეიძლება იყოს გამწვანება, დასუფთავება, აზომვითი ნახაზების შედგენას და სხვ.

იჯარის შეწყვეტა: უკიდურეს შემთხვევებში ჩვენს პასუხისმგებლობად ვაქცევთ მოიჯარესთან ხელშეკრულების გაუქმებასა და გამოსახლებას.

RI.GE უძრავი ქონების გაქირავებისას იცავს საქართველოში არსებულ ყველა საბროკერო სტანდარტსა და რეგულაციას, როგორიცაა უძრავი ქონების შესახებ კანონი, გამქირავებელ-მოქირავნის შესახებ კანონი, საგადასახადო კანონები და ა.შ. ჩვენს გუნდს შეუძლია, დაგეხმაროთ საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ტიპის ქონების ნებისმიერი ხანგრძლივობით გაქირავებაში.

 

 

ხშირად დასმული კითხვები:

 

რა სერვისები შედის RI.GE-ის უძრავი ქონების გაქირავების სერვისში?

 

RI.GE-ის უძრავი ქონების გაქირავების სერვისი მოიცავს იჯარის ოპტიმალური ფასების განსაზღვრას ბაზრის კვლევის საფუძველზე, ქონების მარკეტინგს მოიჯარეების მოსაზიდად, მოიჯარეების შერჩევას საკრედიტო ისტორიის შემოწმებით, საიჯარო ხელშეკრულებების მომზადებასა და ხელმოწერას, იჯარის შეგროვებას და მართვას, ქონების შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში იჯარის შეწყვეტას.

 

როგორ იცავს RI.GE საკანონმდებლო რეგულაციების გაქირავების პროცესში?

 

სააგენტო მკაცრად იცავს საქართველოში არსებულ ყველა შესაბამის საბროკერო სტანდარტსა და რეგულაციას, მათ შორის უძრავი ქონების შესახებ კანონს, გამქირავებელ-მოიჯარეს კანონს და საგადასახადო კანონებს.

 

რა ტიპის ქონების გაქირავებაში შეუძლია RI.GE-ს მფლობელების დახმარება?

 

სერვისი საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერი ტიპის ქონებაზე ვრცელდება, იქნება ეს საცხოვრებელი, კომერციული თუ სხვა. მისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ერთი ბინის, ისე უფრო მასშტაბური ქონების მფლობელებს.

 

ხშირად დასმული კითხვები

უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო პერიოდში ბუმს განიცდის ტურისტებისა და ომის მიგრანტების მაღალი რიცხვის გამო. უკანასკნელი მონაცემებით უძრავი ქონების ღირებულება თბილისსა და ბათუმში 30%-ით, ხოლო ქირის ფასი 250%-ით გაიზარდა.

თითოეულ ქალაქს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ და რომელთა შესახებაც ჩვენი გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით. 

დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული.  ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.

ჩვენს სააგენტოს წლების განმავლობაში უამრავ დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია, რის საფუძველზეც შევძლებთ კონკრეტულ მათგანს გავუწიოთ რეკომენდაცია. 

ისტორიის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვინც გეგმავს, რომ კერძო საკუთრება ტურისტებს მიაქირავოს თბილისში, ჩვენ გირჩევდით სოლოლაკის, აბანოთუბნის, ვერის, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს. ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ უძრავი ქონებად ითვლება გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში შეძენილი სახლები. ვისაც კერძო ვილის შეძენა გსურთ, თვალი გადაავლეთ დიდი დიღმის, წყნეთისა და კაკლების არეალს.

დიახ, დისტანციური რეგისტრაცია შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით.

საქართველოში უძრავი ქონებაზე გადასახადი არ გეკისრებათ.

უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. საკუთრების უფლება, შესაძლოა, განაცხადის შეტანის დღესვე მოიპოვო.

რას ამბობენ კლიენტები ჩვენზე

მზად ხართ თქვენი ოცნების ახდენისთვის?

RI.GE გთავაზობთ უძრავი ქონების სრულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სოციალური ქსელები

© 2025 | ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია NEYD-ში