RI.GE გთავაზობთ უძრავი ქონების შეფასების სერვისს საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ტიპის ქონებისთვის.
RI.GE გთავაზობთ უძრავი ქონების შეფასების სერვისს საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ტიპის ქონებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ სრულ უძრავი ქონების შეფასების სერვისებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ქონებებისთვის საქართველოში. ჩვენი შეფასებები ეფუძნება დეტალურ ბაზრის ანალიზს და პროფესიონალურ შეფასებებს, რაც უზრუნველყოფს თქვენი ქონების რეალური ღირებულების ზუსტ გადმოცემას.
ჩვენი გრძელვადიანი გამოცდილება და ადგილობრივი ბაზრის შესახებ ღრმა ცოდნა უზრუნველყოფს ზუსტ და სამართლიან შეფასებებს, რომელიც ითვალისწინებს როგორც მიმდინარე ბაზრის ტენდენციებს, ასევე მომავალ პერსპექტივებს.
ჩვენი ექსპერტები აფასებენ თქვენი ქონების მდგომარეობას და აანალიზებენ ბაზრის დინამიკას, რათა განსაზღვრონ მისი ზუსტი ღირებულება. თითოეული შეფასება ზუსტი და დეტალურია.
ჩვენ გთავაზობთ კარგად დოკუმენტირებულ შეფასების რეპორტებს, რომლებიც მხარს უჭერს სხვადასხვა საჭიროებებს, როგორიცაა შეძენისა და გაყიდვის გადაწყვეტილებები, დაფინანსების მოპოვება ან სამართლებრივი მიზნები.
ჩვენ გუნდი სერტიფიცირებული და გამოცდილი შემფასებლებისგან შედგება. მათ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ თქვენი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება მისი მდებარეობის, მდგომარეობის, მახასიათებლებისა და პოტენციალის მიხედვით.
RI.GE გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:
ექსპერტის ადგილზე ვიზიტი და შემოწმება: უძრავი ქონების აგენტი პირადად შეამოწმებს თქვენს ქონებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აგენტი ადგილზე გაცილებით სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს ქონების შესახებ, ვიდრე, მაგალითად, ონლაინ შეფასების შემთხვევაში.
ბაზრის ანალიზი და შედარება: მეორე ეტაპზე იწყება ქართული ბაზრის კვლევა მოცემულ მომენტში და ქონების შედარება მსგავსი ტიპის უძრავ ქონებასთან, რათა მაქსიმალურად ობიექტური ვიყოთ შეფასებისას.
დეტალური წერილობითი ანგარიშის შექმნა: შეფასების დასრულების შემდეგ მიიღებთ წერილობით ანგარიშს, რომელიც ყველა მხრიდან დაგანახებთ თქვენი ქონების ღირებულებას. ანგარიში შეიცავს ფოტოსურათებს, რუკებს, აზომვით ნახაზებს და სხვა დამხმარე მონაცემებს. დოკუმენტს იურიდიული ძალა აქვს და მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებაში.
საბოლოო კონსულტაცია: ანგარიშის ჩაბარებისთანავე ჩვენი სპეციალისტები მარტივ ენაზე გადმოგცემენ ინფორმაციას, რომელიც დოკუმენტშია მითითებული და უპასუხებენ თქვენს ყველა კითხვას.
RI.GE-ში ვიცავთ ქონების შეფასების საქართველოში არსებულ ყველა სტანდარტსა და რეგულაციას, როგორიცაა ლიცენზიების, ნებართვებისა და სერთიფიკატების მოპოვება. უძრავი ქონების შეფასება შეიძლება სხვადასხვა მიზნით დაგჭირდეთ, მათ შორის ქონების ტრანზაქციების, იპოთეკის რეფინანსირების, განქორწინების ან ქონების ანგარიშსწორების და საგადასახადო შეფასებისთვის.
გარდა ქონების შეფასებისა, RI.GE გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებსაც: ინტერიერის დიზაინის სერვისი, მოვლა-პატრონობა, სარემონტო მომსახურება, ეზოს დიზაინი და სხვ.
სერვისში შედის ექსპერტის ადგილზე ვიზიტი და შემოწმება, ბაზრის ანალიზი, წერილობითი ანგარიშის შექმნა და საბოლოო კონსულტაცია.
უძრავი ქონების შეფასება შეიძლება დაგჭირდეთ ქონების ტრანზაქციების, იპოთეკის რეფინანსირების, განქორწინების ან ქონების ანგარიშსწორებისა და საგადასახადო შეფასებისთვის.
ადგილზე ვიზიტი უზრუნველყოფს თქვენი ქონების საფუძვლიან შეფასებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ონლაინ შეფასებებისგან განსხვავებით, ეს მიდგომა საშუალებას აძლევს ჩვენს აგენტებს შეაგროვონ უფრო ღირებული ინფორმაცია და ყურადღება მიაქციონ პატარა, თუმცა მნიშვნელოვან დეტალებს.
უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო პერიოდში ბუმს განიცდის ტურისტებისა და ომის მიგრანტების მაღალი რიცხვის გამო. უკანასკნელი მონაცემებით უძრავი ქონების ღირებულება თბილისსა და ბათუმში 30%-ით, ხოლო ქირის ფასი 250%-ით გაიზარდა.
თითოეულ ქალაქს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ და რომელთა შესახებაც ჩვენი გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.
დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული. ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.
ჩვენს სააგენტოს წლების განმავლობაში უამრავ დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია, რის საფუძველზეც შევძლებთ კონკრეტულ მათგანს გავუწიოთ რეკომენდაცია.
ისტორიის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვინც გეგმავს, რომ კერძო საკუთრება ტურისტებს მიაქირავოს თბილისში, ჩვენ გირჩევდით სოლოლაკის, აბანოთუბნის, ვერის, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს. ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ უძრავი ქონებად ითვლება გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში შეძენილი სახლები. ვისაც კერძო ვილის შეძენა გსურთ, თვალი გადაავლეთ დიდი დიღმის, წყნეთისა და კაკლების არეალს.
დიახ, დისტანციური რეგისტრაცია შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით.
საქართველოში უძრავი ქონებაზე გადასახადი არ გეკისრებათ.
უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. საკუთრების უფლება, შესაძლოა, განაცხადის შეტანის დღესვე მოიპოვო.
Gio Tsa2025-03-31Trustindex verifies that the original source of the review is Google. RINAH2025-03-25Trustindex verifies that the original source of the review is Google. I wanted to complain about this company as I hired them to complete some house repairs and renovations such as ch aging the flooring , installing dishwasher , adding new sockets , installing microwave into cupboard and painting walls etc. They added a dishwasher uninstalled wihr the pipes still inside , installed ventilation without painting , didn’t change all sockets and the ones changed are different colours and are cheap quality ,and didn’t finish remaining work. When I tried to contact them they ignored phone calls and texts. Very unprofessional company I don’t recommend pls save your money so you don’t get scammed by this company and get low quality work done look elsewhere.
RI.GE გთავაზობთ უძრავი ქონების სრულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
© 2025 | ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია NEYD-ში
WhatsApp us