RI.GE-ში ჩვენ ვქმნით და ვგეგმავთ სივრცეებს მიზნობრივად — ჭკვიან, ელეგანტურ გადაწყვეტებს სახლებისა და ბიზნესებისთვის საქართველოს მასშტაბით.
RI.GE-ში ჩვენ ვქმნით და ვგეგმავთ სივრცეებს მიზნობრივად — ჭკვიან, ელეგანტურ გადაწყვეტებს სახლებისა და ბიზნესებისთვის საქართველოს მასშტაბით.
ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ უძრავი ქონების მოვლა მომსახურებებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ქონებების შესანიშნავ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. რეგულარული მოვლიდან დაწყებული, რემონტით დამთავრებული, ჩვენ ვზრუნავთ თქვენს სივრცეზე, რათა ის იყოს ფუნქციონალური, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის.
რეგულარული მოვლა
ჩვენ ვთავაზობთ მუდმივ პროფილაქტიკურ მოვლას, რათა თქვენი ქონება იყოს საუკეთესო მდგომარეობაში.
როდესაც დაუგეგმავი პრობლემები წარმოიქმნება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დახმარებისთვის. ჩვენი გუნდი მუშაობს სწრაფად და ეფექტურად, რათა თქვენი ქონება იყოს უსაფრთხო და ფუნქციონალური ნებისმიერ სიტუაციაში.
დასუფთავება: რეგულარული დასუფთავება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად. სერვისი მოიცავს რემონტის შემდგომ დასუფთავებასაც.
ხელოსნის მომსახურება: ჩვენ მიერ დაქირავებული ხელოსნები უმოკლეს დროში, ეფექტურად მოაგვარებენ სანტექნიკასა თუ ელექტროობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას; დაგეხმარებიან ტექნიკის მონტაჟში, ავეჯის დაშლა-აწყობაში და სხვა.
უსაფრთხოების სისტემების დაყენება: იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცულად იგრძნოთ თავი თქვენ ან თქვენი უძრავი ქონების რეზიდენტებმა, უსაფრთხოების სისტემების დაყენებასა და მათ რეგულარულ შემოწმებაზე RI.GE იზრუნებს.
გამწვანება: მათ, ვისაც გამწვანებულ და ჯანსაღ გარემოში სურს ცხოვრება, პროფესიონალი მებაღისა და ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურებას ვთავაზობთ.
ნარჩენების გადამუშავება: RI.GE თქვენთან ერთად გაიზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ნარჩენების გადამუშავებით ერთად შევინარჩუნებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.
სტანდარტსა და რეგულაციას, ვიღებთ საჭირო ლიცენზიებსა და ნებართვებს. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ბიუჯეტის შედგენასა და ქონების მოვლა-პატრონობის დაგეგმვაში ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ზომა, მდგომარეობა და მდებარეობა.
RI.GE-ის უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის სერვისის გამოყენებით თავიდან აიცილებთ კონტრაქტორების ძიებისა და მათი დაქირავების ხანგრძლივ პროცესს.
გარდა მოვლა-პატრონობისა, ჩვენი სააგენტო გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ისეთ სერვისებსაც, როგორიცაა აზომვითი ნახაზების შედგენა, რემონტი, ღირებულების შეფასება და სხვ.
სერვისი მოიცავს დასუფთავების, რემონტის შემდეგ დალაგებას, გამწვანების, უსაფრთხოების, გადამუშავებისა და ხელოსნის მომსახურებებს.
სერვისის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან ელ.ფოსტის საშუალებით. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოაკითხოთ ჩვენს ოფისს თბილისში, ათენის ქ. 3 ნომერში.
უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო პერიოდში ბუმს განიცდის ტურისტებისა და ომის მიგრანტების მაღალი რიცხვის გამო. უკანასკნელი მონაცემებით უძრავი ქონების ღირებულება თბილისსა და ბათუმში 30%-ით, ხოლო ქირის ფასი 250%-ით გაიზარდა.
თითოეულ ქალაქს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ და რომელთა შესახებაც ჩვენი გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.
დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული. ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.
ჩვენს სააგენტოს წლების განმავლობაში უამრავ დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია, რის საფუძველზეც შევძლებთ კონკრეტულ მათგანს გავუწიოთ რეკომენდაცია.
ისტორიის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვინც გეგმავს, რომ კერძო საკუთრება ტურისტებს მიაქირავოს თბილისში, ჩვენ გირჩევდით სოლოლაკის, აბანოთუბნის, ვერის, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს. ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ უძრავი ქონებად ითვლება გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში შეძენილი სახლები. ვისაც კერძო ვილის შეძენა გსურთ, თვალი გადაავლეთ დიდი დიღმის, წყნეთისა და კაკლების არეალს.
დიახ, დისტანციური რეგისტრაცია შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით.
საქართველოში უძრავი ქონებაზე გადასახადი არ გეკისრებათ.
უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. საკუთრების უფლება, შესაძლოა, განაცხადის შეტანის დღესვე მოიპოვო.
Gio Tsa2025-03-31Trustindex verifies that the original source of the review is Google. RINAH2025-03-25Trustindex verifies that the original source of the review is Google. I wanted to complain about this company as I hired them to complete some house repairs and renovations such as ch aging the flooring , installing dishwasher , adding new sockets , installing microwave into cupboard and painting walls etc. They added a dishwasher uninstalled wihr the pipes still inside , installed ventilation without painting , didn’t change all sockets and the ones changed are different colours and are cheap quality ,and didn’t finish remaining work. When I tried to contact them they ignored phone calls and texts. Very unprofessional company I don’t recommend pls save your money so you don’t get scammed by this company and get low quality work done look elsewhere.
RI.GE გთავაზობთ უძრავი ქონების სრულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
© 2025 | ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია NEYD-ში
WhatsApp us