🏗️ 100-ზე მეტი დასრულებული პროექტი საქართველოს მასშტაბით

უძრავი ქონების ინტერიერის დიზაინი

უძრავი ქონების სააგენტო საქართველოში, RI.GE ინტერიერის დიზაინერის მომსახურებას გთავაზობთ.

Woman standing towards the work site

RI.GE-ში ჩვენ ვქმნით და ვგეგმავთ სივრცეებს მიზნობრივად — ჭკვიან, ელეგანტურ გადაწყვეტებს სახლებისა და ბიზნესებისთვის საქართველოს მასშტაბით.

ინტერიერის დიზაინის შემადგენელი ნაწილები

ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას უძრავი ქონების ინტერიერის დიზაინში — მორგებულს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებზე. კონცეფციიდან დაწყებული, საბოლოო სტილიზაციამდე, ჩვენი დიზაინი აერთიანებს ესთეტიკას, კომფორტს და ფუნქციონალურობას. ვქმნით გარემოს, რომელიც არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ აღძრავს ემოციას და შეესაბამება თქვენს სტილსა და საჭიროებებს.

ინტერიერის დიზაინი

ვქმნით გააზრებულ და ინდივიდუალურად მორგებულ დიზაინს, რომელიც გამოხატავს თქვენს გემოვნებას ან ბრენდის იდენტობას

სტილიზაცია

ფინალურ ეტაპზე, ვარჩევთ ავეჯს, განათებასა და დეკორის ელემენტებს, რომლებსაც ერთიან სტილში ვაერთიანებთ — ვქმნით გარემოს, რომელიც დასრულებულია, ჰარმონიული და ვიზუალურად შთამბეჭდავი.

უძრავი ქონების ინტერიერის დიზაინის სერვისი

ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მაშინ, როცა გსურთ:

 

სივრცის მოდერნიზება;

სახლის ხასიათის შეცვლა;

რემონტში დიზაინერის ჩართვა;

ქონების ღირებულების გაზრდა და სხვ.

 

თითოეული პროექტი ჩვენთვის ახალი გამოწვევა და პროფესიული გაზრდის შესაძლებლობაა. ყოველ ჯერზე ვცდილობთ, არა მხოლოდ დავაკმაყოფილოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც მომხმარებლის მოთხოვნილებებს, ვინაიდან კარგად ვიაზრებთ ინტერიერის მნიშვნელობას უძრავი ქონების მფლობელებისთვის.

დიზაინერსა და დამკვეთს შორის ეფექტური კომუნიკაციის წყალობით, ყოველთვის ვახერხებთ ზუსტად დავიჭიროთ ის ხასიათი და ატმოსფერო, რომელიც მომხმარებელს სურს მიიღოს. უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ თითოეულ დეტალს, რადგან გვჯერა, რომ საბოლოო სურათი სწორედ პატარა ელემენტების საშუალებით იქმნება.

ისარგებლეთ Ri.GE-ის უძრავი ქონების ინტერიერის დიზაინის სერვისით დაგეხმარებით თქვენი უძრავი ქონების ოცნებების რეალობად ქცევაში. დაგვიკავშირდით დღესვე კონსულტაციის დასაგეგმად და გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენი ან იმ ადამიანების ოცნების სახლის შესაქმნელად, რომლებიც თქვენი ბინის ქირაობას გადაწყვეტენ.

უძრავი ქონების სააგენტო RI.GE გთავაზობთ ისეთ სერვისებსაც, როგორიცაა აზომვითი ნახაზების შედგენა, უძრავი ქონების მოვლა, რემონტი და სხვ.

 

 

ხშირად დასმული კითხვები:

 

როგორ შეიძლება ინტერიერის დიზაინერის მომსახურებამ გაზარდოს თქვენი უძრავი ქონების ღირებულება?

 

ჩვენი გამოცდილი გუნდი იყენებს ინტერიერის დიზაინის თანამედროვე პრაქტიკებს და უნიკალურ ხედვებს, რაც დაგეხმარებათ მყიდველების ან მოიჯარეების მოზიდვაში.

 

რატომ უნდა ჩართოთ ინტერიერის დიზაინერი სარემონტო პროცესში?

 

ინტერიერის დიზაინერთან თანამშრომლობა სარემონტო სამუშაოებს შინაარსიან პროცესად გადააქცევს და რემონტს მისცემს კონკრეტულ მიმართულებას. ამგვარად დარწმუნებული იქნებით, რომ საბოლოო შედეგით იმედი არ გაგიცრუვდებათ.

 

რას მოიცავს RI.GE-ის ინტერიერის დიზაინის სერვისი?

 

სერვისი მოიცავს შემდეგ მომსახურებებს: ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, სივრცის განლაგების დაგეგმვა, განათების დიზაინი, მასალების შერჩევა, პროექტის მენეჯმენტი. თუკი ეზოს დიზაინის სერვისი და გამწვანება გსურთ, მიმართეთ ჩვენს ლანდშაფტის დიზაინერს.

ხშირად დასმული კითხვები

უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო პერიოდში ბუმს განიცდის ტურისტებისა და ომის მიგრანტების მაღალი რიცხვის გამო. უკანასკნელი მონაცემებით უძრავი ქონების ღირებულება თბილისსა და ბათუმში 30%-ით, ხოლო ქირის ფასი 250%-ით გაიზარდა.

თითოეულ ქალაქს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ და რომელთა შესახებაც ჩვენი გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით. 

დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული.  ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.

ჩვენს სააგენტოს წლების განმავლობაში უამრავ დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია, რის საფუძველზეც შევძლებთ კონკრეტულ მათგანს გავუწიოთ რეკომენდაცია. 

ისტორიის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვინც გეგმავს, რომ კერძო საკუთრება ტურისტებს მიაქირავოს თბილისში, ჩვენ გირჩევდით სოლოლაკის, აბანოთუბნის, ვერის, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს. ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ უძრავი ქონებად ითვლება გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში შეძენილი სახლები. ვისაც კერძო ვილის შეძენა გსურთ, თვალი გადაავლეთ დიდი დიღმის, წყნეთისა და კაკლების არეალს.

დიახ, დისტანციური რეგისტრაცია შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით.

საქართველოში უძრავი ქონებაზე გადასახადი არ გეკისრებათ.

უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. საკუთრების უფლება, შესაძლოა, განაცხადის შეტანის დღესვე მოიპოვო.

რას ამბობენ კლიენტები ჩვენზე

მზად ხართ თქვენი ოცნების ახდენისთვის?

RI.GE გთავაზობთ უძრავი ქონების სრულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სოციალური ქსელები

© 2025 | ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია NEYD-ში