RI.GE-ში ჩვენ გაწვდით ზუსტ უძრავი ქონების ზომებს საქართველოს მასშტაბით.
RI.GE-ში ჩვენ გაწვდით ზუსტ უძრავი ქონების ზომებს საქართველოს მასშტაბით.
ჩვენ გთავაზობთ ზუსტ და სრულ მომსახურებას, რომელიც მორგებულია როგორც ახალ მშენებლობებზე, ასევე რემონტებსა და იურიდიულ დოკუმენტაციაზე.
ჩვენ ვსტუმრობთ თქვენს ობიექტს, რათა ზუსტად გავზომოთ განლაგება, ზომები და სტრუქტურული დეტალები პროფესიონალური ხელსაწყოებითა და მეთოდებით.
გაზომვებზე დაყრდნობით ვქმნით მკაფიო, მასშტაბურ გეგმებს, რომლებიც მზად არის დაგეგმვისთვის, რემონტისთვის ან ნებართვის მიღებისთვის.
უძრავი ქონების სააგენტო RI.GE-ის გამოცდილი სპეციალისტები აზომვითი სამუშაოებისთვის მოწინავე ტექნიკასა და ხელსაწყოებს იყენებენ. გაზომვის პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:
იატაკის გეგმარების საშუალებით შევისწავლით თქვენი უძრავი ქონების განლაგებას და გამოვთვლით ოთახების ზომებს, კედლების განაწილებას, კარ-ფანჯრების ადგილმდებარეობას და სხვა მსგავს სტრუქტურულ ელემენტებს.
თითოეულ ოთახს ვზომავთ ზედმიწევნით, მიღებულ შედეგებს კი ავეჯის განლაგების, სივრცის ოპტიმალური ათვისებისა და ინტერიერის დიზაინის დაგეგმვაში ვიყენებთ.
ჩვენი სპეციალისტები გაზომავენ უძრავი ქონების გარე ზომებს, მიწის საზღვრებს და მის სხვა რელევანტურ მახასიათებლებს. საკადასტრო რუკა აუცილებელია უძრავი ქონების იურიდიული შემოწმების, ღირებულების შეფასების, გამწვანებისა და სხვა გარე პროექტებისთვის.
თქვენი საჭიროებების მიხედვით, მოგაწვდით შიდა აზომვით ნახაზებსა და საკადასტრო რუკებს, რომლებიც შეიძლება უბრალოდ აზომვის ძირითად შედეგებს წარმოადგენდეს ან უფრო სიღრმისეულ ინფორმაციას მოიცავდეს.
აზომვითი სამუშაოების ჩატარება საჭიროა მაშინ, როცა აპირებთ რემონტის ან გარე პროექტების (მაგალითად, გამწვანების) დაწყებას, გსურთ ქონების შეფასება, გაყიდვა, იურიდიული შემოწმება და ა.შ.
საკადასტრო ნახაზი არის დოკუმენტი, რომელზეც მონიშნულია მიწის საზღვრები და მასში არსებული შენობა-ნაგებობა.
შიდა აზომვითი სამუშაოები ტარდება კორპუსის ბინებსა და კერძო სახლებში, სხვენებსა და სარდაფებში, ავტოფარეხებში, სათავსოებსა და იტალიურ ეზოებში.
RI.GE გთავაზობთ რამდენიმე ტიპის აზომვით სამუშაოს: შიდა აზომვა, საკადასტრო რუკის მომზადება, დაკვალვა, გამიჯვნა და ტოპო-რუკის მომზადება.
უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო პერიოდში ბუმს განიცდის ტურისტებისა და ომის მიგრანტების მაღალი რიცხვის გამო. უკანასკნელი მონაცემებით უძრავი ქონების ღირებულება თბილისსა და ბათუმში 30%-ით, ხოლო ქირის ფასი 250%-ით გაიზარდა.
თითოეულ ქალაქს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ და რომელთა შესახებაც ჩვენი გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.
დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული. ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.
ჩვენს სააგენტოს წლების განმავლობაში უამრავ დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია, რის საფუძველზეც შევძლებთ კონკრეტულ მათგანს გავუწიოთ რეკომენდაცია.
ისტორიის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვინც გეგმავს, რომ კერძო საკუთრება ტურისტებს მიაქირავოს თბილისში, ჩვენ გირჩევდით სოლოლაკის, აბანოთუბნის, ვერის, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს. ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ უძრავი ქონებად ითვლება გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში შეძენილი სახლები. ვისაც კერძო ვილის შეძენა გსურთ, თვალი გადაავლეთ დიდი დიღმის, წყნეთისა და კაკლების არეალს.
დიახ, დისტანციური რეგისტრაცია შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით.
საქართველოში უძრავი ქონებაზე გადასახადი არ გეკისრებათ.
უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. საკუთრების უფლება, შესაძლოა, განაცხადის შეტანის დღესვე მოიპოვო.
Gio Tsa2025-03-31Trustindex verifies that the original source of the review is Google. RINAH2025-03-25Trustindex verifies that the original source of the review is Google. I wanted to complain about this company as I hired them to complete some house repairs and renovations such as ch aging the flooring , installing dishwasher , adding new sockets , installing microwave into cupboard and painting walls etc. They added a dishwasher uninstalled wihr the pipes still inside , installed ventilation without painting , didn’t change all sockets and the ones changed are different colours and are cheap quality ,and didn’t finish remaining work. When I tried to contact them they ignored phone calls and texts. Very unprofessional company I don’t recommend pls save your money so you don’t get scammed by this company and get low quality work done look elsewhere.
RI.GE გთავაზობთ უძრავი ქონების სრულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
© 2025 | ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია NEYD-ში
WhatsApp us