RI.GE-ში ჩვენ ვქმნით და ვგეგმავთ სივრცეებს მიზნობრივად — ჭკვიან, ელეგანტურ გადაწყვეტებს სახლებისა და ბიზნესებისთვის საქართველოს მასშტაბით.
RI.GE-ში ჩვენ ვქმნით და ვგეგმავთ სივრცეებს მიზნობრივად — ჭკვიან, ელეგანტურ გადაწყვეტებს სახლებისა და ბიზნესებისთვის საქართველოს მასშტაბით.
ჩვენ ვთავაზობთ სრულ მომსახურებას არქიტექტურულ დიზაინსა და დაგეგმვაში, მორგებულს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ პროექტებზე. კონცეფციიდან დაწყებული, ნებართვებისთვის მზად გეგმებამდე — ჩვენი დიზაინები აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციონალურობასა და ეფექტურობას.
ჩვენ ვქმნით გააზრებულ, ფუნქციონალურ დიზაინს, რომელიც აცოცხლებს თქვენს იდეებს.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ თქვენს პროექტს საწყისი ეტაპიდან — ვახორციელებთ ტერიტორიის შესწავლას, ზონირებას, ნებართვების მიღებასა და გეგმარებას.
ჩვენი გამოცდილი არქიტექტორების გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს კლიენტებთან, რათა მათი ხედვა რეალობად აქციოს. ჩვენი მომხმარებელი მომსახურების თითოეულ ეტაპზე ფლობს ამომწურავ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. არქიტექტორის მომსახურება იწყება კონცეფციის განვითარებით და სრულდება მშენებლობის დოკუმენტაციის გამზადებით. თითოეული პროექტის – იქნება ეს ახალი შენობა, ძველის განახლება და ა.შ. – შექმნის პროცესში არ ვიშურებთ ენერგიას, ყურადღებასა და კრეატიულობას.
არქიტექტორის მომსახურების პარალელურად, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ ჩვენს გამოცდილ ინტერიერის დიზაინერებთანაც და დარწმუნდეთ, რომ თქვენი პირვანდელი ჩანაფიქრი სრულყოფილად შეისხავს ხორცს. ამასთან, თუ არქიტექტორის მომსახურება კერძო სახლის აშენებისთვის გჭირდებათ, გირჩევთ, დაიქირავოთ ჩვენი გუნდი, რომელიც თქვენს ეზოს დიზაინზე იზრუნებს.
RI.GE გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისების ვრცელ ჩამონათვალს. არქიტექტორის მომსახურებასა და პროექტირებასთან ერთად, ჩვენს გუნდს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ აზომვითი ნახაზების შედგანასა და რემონტშიც.
პროექტირების ღირებულება განსხვავებულია სხვადასვა პროექტისთვის. ღირებულება არქიტექტორის კონსულტაციის ფარგლებში დადგინდება.
დიახ, RI.GE გთავაზობთ კერძო სახლის პროექტირებისა და არქიტექტურული მომსახურების სერვისსაც.
არქიტექტორის საქმიანობა მოიცავს პროექტის შედგენას, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობას, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზებას, საავტორო ზედამხედველობის განხორციელებასა და მშენებლობის გაძღოლას.
არქიტექტორის კონსულტაცია მოიცავს პროექტის, კლიენტის მიზნების, პრეფერენციებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღებას. მეორე მხრივ კი, არქიტექტორის მიერ პროექტის მსვლელობისა და სამოქმედო გეგმის გაზიარებას დამკვეთთან.
არქიტექტურა ერთდროულად არის ხელოვნება და მეცნიერება, რომელიც მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს ურბანული დაგეგმარებიდან ავეჯის შექმნის ჩათვლით.
უძრავი ქონების სექტორი საქართველოში ბოლო პერიოდში ბუმს განიცდის ტურისტებისა და ომის მიგრანტების მაღალი რიცხვის გამო. უკანასკნელი მონაცემებით უძრავი ქონების ღირებულება თბილისსა და ბათუმში 30%-ით, ხოლო ქირის ფასი 250%-ით გაიზარდა.
თითოეულ ქალაქს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ და რომელთა შესახებაც ჩვენი გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.
დადებითი და უარყოფითი ყველა ქალაქში ინვესტიციას აქვს. თბილისი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ქალაქია. ბათუმზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს მხოლოდ ემიგრანტებზე უნდა იყოთ დამოკიდებული. ბაკურიანი და გუდაური ზამთრის კურორტებია და ყველაზე დიდი შემოსავალი ზამთარში აქვთ, თუმცა გუდაური ბაკურიანზე ძვირია ზამთრის პერიოდში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაკურიანში დასასვენებლად ადამიანები მაისი-სექტემბრის პერიოდშიც დადიან სასარგებლო ჰაერის გამო.
ჩვენს სააგენტოს წლების განმავლობაში უამრავ დეველოპერულ კომპანიასთან უთანამშრომლია, რის საფუძველზეც შევძლებთ კონკრეტულ მათგანს გავუწიოთ რეკომენდაცია.
ისტორიის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვინც გეგმავს, რომ კერძო საკუთრება ტურისტებს მიაქირავოს თბილისში, ჩვენ გირჩევდით სოლოლაკის, აბანოთუბნის, ვერის, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს. ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ უძრავი ქონებად ითვლება გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში შეძენილი სახლები. ვისაც კერძო ვილის შეძენა გსურთ, თვალი გადაავლეთ დიდი დიღმის, წყნეთისა და კაკლების არეალს.
დიახ, დისტანციური რეგისტრაცია შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით.
საქართველოში უძრავი ქონებაზე გადასახადი არ გეკისრებათ.
უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. საკუთრების უფლება, შესაძლოა, განაცხადის შეტანის დღესვე მოიპოვო.
Gio Tsa2025-03-31Trustindex verifies that the original source of the review is Google. RINAH2025-03-25Trustindex verifies that the original source of the review is Google. I wanted to complain about this company as I hired them to complete some house repairs and renovations such as ch aging the flooring , installing dishwasher , adding new sockets , installing microwave into cupboard and painting walls etc. They added a dishwasher uninstalled wihr the pipes still inside , installed ventilation without painting , didn’t change all sockets and the ones changed are different colours and are cheap quality ,and didn’t finish remaining work. When I tried to contact them they ignored phone calls and texts. Very unprofessional company I don’t recommend pls save your money so you don’t get scammed by this company and get low quality work done look elsewhere.
RI.GE გთავაზობთ უძრავი ქონების სრულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
© 2025 | ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია NEYD-ში
WhatsApp us